|
2019-06-26 11:05:26, 1206 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე საგამოძოებო უწყებას: რა მდგომარეობაშია რაინდის საქმე და რატომ არ არის ვასაძე დაკავებული?
„ხომ არ იცით, რა მდგომარეობაშია საქმე ბატონი რაინდის მიმართ და რატომ არაა ის დაკავებული, როდესაც მას შეუძლია რუსეთში გაგასწროთ?“ - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც 2 კომიტეტის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატისთვის ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე საკითხის განცილვას ესწრებიან. აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც მისივე თქმით, უკანონო დაჯგუფებებს ღიად ქმნიდა, რუსეთის მოქალაქეცაა და მას თავისუფლად შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასჯელს თავი აარიდოს. „აქ ბრძანდება ბატონი რევაზ ბარაშვილი, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ანუ ვერ მეტყვის, რომ არ იცის, ბატონი ამირან გულუაშვილი - ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, აქ ბრძანდება, მომხსენებელია და ვერ მეტყვის, რომ არ იცის. ბატონებო, ხომ არ იცით რა მდგომარეობასია საქმე ბატონი რაინდის მიმართ, რომელიც გამოცხადებულად კრებდა რაზმებს და ეს პროცესი ყველას თანდასწრებით მიდიოდა? განსხვავებით ნიკანორ მელიასაგან, ეს კაცი არის რუსეთის მოქალაქეც . ნიკანორ მელია რომც წავიდეს სხვა ქვეყანაში, თუ თქვენ მას დასაბუთებულ ბრალს წაუყენებთ, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია ის უკან დაგვიბრუნოს, მაგრამ არცერთი ქვეყანა არაა ვალდებული უკან დაგვიბრუნოს თავისი მოქალაქე. ბატონმა ვასაძემ რომ გადაგასწროთ რუსეთში, მერე მას არ გადმოგცემენ და მაინტერესებს, საქმე რა მდგომარეობაშია და რატომ არ არის დაკავებული ის, როცა შეიძლება მიიმალოს?“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)