02:59 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 18:09:37, 1067 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს.

სასწავლო კურსი იმ ცოდნის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბავშვთან კონტაქტში მყოფი პერსონალისთვის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდეა აუცილებელი, მათ შორის, არის ტრავმა, სისხლდენა, გონების დაკარგვა, ხელოვნური სუნთქვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები. 

ტრენინგის მონაწილე ერთ-ერთ ჯგუფს დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე შეხვდა. 

მისი განცხადებით, ბაგა-ბაღის ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან,  უნდა ფლობდეს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებულ შემთხვევებში.

პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით აღმზრდელების გადამზადება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება და ყველა მსმენელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics