|
2019-06-25 17:08:57, 1283 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: რეაგირება იქნება მათ მიმართაც, ვინც ძალადობრივი მოქმედებების წამქეზებელი და ორგანიზატორი იყო
"რეაგირება იქნება მათ მიმართაც, ვინც იყო წამქეზებელი და ორგანიზატორი ძალადობრივი მოქმედებების", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი ჯგუფების საპასუხოდ ადეკვატურად მოქმედებდა. "ჩვენი ფიქრები და რეალობა არის მაქსიმალურად დაშავებულებთან, ადამიანებთან, რომლებმაც ამ მოვლენების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, მათ შორის, არიან ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციელები, რომლებიც იცავდნენ იქ უსაფრთხოებას. ყველაფერი კეთდება, რომ მომავალში, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღდგენილი. ამისათვის სათანადო რესურსებს გამოვყოფთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, იმ კლინიკებში, სადაც ეს იქნება საჭირო. ძალიან სამწუხაროა და გულწფელად განვიცდი, რომ არიან დაშავებულები. რაც შეეხება შსს და გახარიას, ისინი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, ძალადობრივი ჯგუფის საპასუხოდ. პოლიციის მიმართ იყოს შტურმი, იყო ძალადობა და ბუნებრივია, რომ შემდგომში რაც მოხდა, საპოლიციო მოქმედებები რაც ვნახეთ, ეს იყო რეაგირება, ძალადობრივ შტურმზე. სადაც იყო ძალადობა და ძალის გადამეტება იქნება შესწავლილი, ამაზე სახელმწიფო მოახდენს შესაბამისს რეაგირებას, თუმცა რეაგირება იქნება იმათ მიმართაც ვინც იყო წამქეზებელი", - აღნიშნა არჩილ თაალკვაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)