02:59 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 16:04:18, 956 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ინვაზიური სახეობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო ინვაზიური სახეობების შესახებ სამუშაო ჯგუფის მეცამეტე შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ინვაზიურ სახეობებთან ბრძოლის კუთხით, ასევე განიხილავენ ინვაზიურ უცხო სახეობებთან დაკავშირებით ევროპული სტრატეგიის დანერგვის საკითხს და  ინვაზიური უცხო სახეობების შესახებ ახალ სახელმძღვანელო დოკუმენტებს.  

„ინვაზიური სახეობების გავრცელება ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევა. ჩვენი, როგორც გარემოს დამცველების ვალდებულებაა შევამციროთ მათი გავრცელება. ამისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების  გაზიარება. მოხარული ვარ, რომ საქართველო მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც მნიშვნელოვანი გამოწვევები და მათი დაძლევის საკითხები განიხილება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრას ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციისა (ბერნის კონვენცია)  21 ხელმომწერი ქვეყნის დელეგატი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებისთვის მტირალას ეროვნულ პარკში საველე ვიზიტი გაიმართება.

საქართველოში ბერნის კონვენციის დანერგვა 2008 წლიდან დაიწყო. ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები, დაიცვას და შეინარჩუნოს ეროვნული და საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები. ბოლო წლების განმავლობაში,  სახელმწიფოს ძალისხმევით,  ქვეყანაში შეიქმნა  „ზურმუხტის ქსელი“, რაც ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი არეალების დაცვას და შენარჩუნებას ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics