10:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 15:01:00, 4266 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

პარლამენტმა თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აირჩია. 

თალაკვაძის არჩევას მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

მან დეპუტატებს ტრიბუნიდან მიმართა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

თალაკვაძის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.

"თვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო. ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი. დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები. ჩვენი ფიქრი და ყურადღება დღეს პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანებს ეკუთვნით. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით  ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. ვინც, ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში. მე მინდა, ასევე, გამოხატო ჩემი თანაგრძნობა თითოეული ამ ადამიანის, მათი ოჯახების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ, ვინც დაშავდნენ ამ მოვლენების შედეგად. გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა და პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ, ვინც ასევე დაშავდნენ მოვლენების გაშუქების დროს. გამოვხატო ჩემი პატივისცემა პოლიციელების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის და სახელმწიფო ინტერესების, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მომენტში", - განაცხადა თალაკვაძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics