2019-06-25 11:26:15, 1369 ნახვა
სამართალი
გუდაურში, Mountain Set: Kazbegi-ის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო
გუდაურში, Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 177-ე და 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედბები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ - Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორია დაარბიეს, - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს. მისივე ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან