12:13 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 13:44:34, 1287 ნახვა

პოლიტიკა
რუსი დეპუტატი: თბილისმა კრემლს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს

"თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო", - ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა. 

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

"საქართველომ რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს, ჩვენი დეპუტატების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის გამო. აქციების პერიოდში თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისგან", - აღნიშნა ჯაბაროვმა.

მისივე თქმით, საქართველოს ასამბლეიდან გარიცხვა არ უნდა მოხდეს.

"ჩვენ არ უნდა შევავიწროვოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესი, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს უწყობენ", - განაცხადა მან. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics