|
2019-06-21 01:04:48, 1417 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი: ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება ქართულმა მხარემ მთხოვა
ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატი, სერგეი გალუნოვი, რომელიც დღეს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც გალუნოვი რუსული გამოცემა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ის მოსკოვში უკვე ჩაფრინდა და დუმაში მისვლას აპირებს. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძლის დაკავება ქართულმა მხარემ სხთოვა. "საქართველოს პარლამენტი 2 წლის განმავლობაში გვთხოვდა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში ჩაგვეტარებინა. ჩავედით საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარისგან უსაფრთხოების დაცვის შესახებ წერილობითი გარანტიები მივიღეთ. გახსნის ცერემონიის დროს ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და მაღალი დონის ორგანიზებისთვის მადლობა გადავუხადეთ. დღეს საქართველოს პარლამენტში მიგვიწვიეს. ქართულმა მხარემ შემომთავაზე სპიკერატის ადგილის დაკავება. სადაც მთავაზობენ დაჯდომას იქ ვჯდები. პროტოკოის მიხედვით საპატიო ადგილი ასამბლეის პრეზიდენტმა უნდა დაიკავოს. ბევრ პარლამენტში ვმჯდარვარ, მათ შორის საბერძნეთსა და ლიბიაში, თუმცა პროტესტი არსად ყოფილა. დღესაც ასე მოვიქეცი, დავიწყე სხდომა და ყველაფერი რიგზე იყო, სანამ შესვენების დროს, დარბაზში ექსტრემისტები არ შემოვარდნენ, დაიკავეს სპიკერატის ადგილი და დოკუმენტები გაანადგურეს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მედიაში გავრცელდა ფეიკ-ნიუსები, თითქოს აბხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ვიბრძოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა მედიამ ეს მცდარი ინფორმაცია აიტაცა", - განაცხადა გავრილოვმა.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)