|
2019-06-20 22:23:28, 1149 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას!
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობასთან მივიდა, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც გახარიამ აღნიშნა, იმას, რაც ადგილზე ხდება „სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი“ ჰქვია. „პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, თუმცა დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების გარეთ გამოყვანას ცდილობენ. რაც შეეხება პროტესტს, ადგილზე შეკრებილები რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის შენობაში სხდომის წაყვანას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, შს მინისტრ გიორგი გახარიას და სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)