|
2015-07-02 16:07:12, 593 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის წერილი
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლადო გუდიაშვილის მიერ საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენლის, აკაკი ჩხენკელისადმი გაგზავნილი წერილია. "გაცნობებთ, რომ ვერ მოვითმინე და ვირთამ ცოლს და მგონებ რომ უკეთ წამივა ჩემი ხელოვნების საქმე", წერს მხატვარი. წერილი პარიზში, 1925 წლის მარტშია დაწერილი. 29 წლის ქართველი მხატვარი ცოლად ფრანგ მწერალ ქალს - ჟანა ჟოფრეს ირთავს. ამ ყველაფრის ფონი კი მხატვრის შემოქმედებითი აღმავლობაა: პარიზში იმართება ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა, გამოდის წიგნი მისი შემოქმედებით, მისი ნამუშევრებით ინტერესდებიან კერძო კოლექციონერები თუ მუზეუმები. „თუმცა კი მოგეხსენებათ მარტოხელა კაცის ცხოვრება თუ რა ძნელია, ამიტომ [როგორ] მოხვდა მე თითონაც ვერ გავიგე ეს აქტი გაცოლიანებისა“ - წერს ლადო გუდიაშვილი. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)