02:13 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 21:16:14, 1479 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელია და საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია და საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ პარლამენტის შენობაში „რუსთავი 2“-ის ოპერატორის შეყვანა სცადა. აღნიშნულის უფლება დეპუტატს სამართალდამცველებმა არ მისცეს და შენობა მასაც დაატოვებინეს.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი. ტერიტორიაზე და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics