|
2019-06-20 17:12:52, 1399 ნახვა
სამართალი
დუისში რადიკალებმა მსახიობი შორტის ჩაცმის გამო სცემეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თანამდებობის პირებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს, დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ, ხეობა დატოვეს. მოძრაობის თეატრის მსახიობები ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მსახიობი მისივე უსაფრთხოების მიზნით, მანქანაში ჩასვეს. პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტის ცნობით, მანქანაში მყოფ მსახიობთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდა და უსაყვედურა, „რატომ შეყარა ქვეყანა, როცა შეეძლო, რომ იქვე მდებარე პოლიციის შენობაში შესულიყო და მათ დალაპარაკებოდა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პანკისის სათემო რადიო
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)