|
2019-06-20 10:22:41, 1178 ნახვა
სამართალი
ჯანეზაშვილი: მიქაუტაძე საქალაქო სასამართლოში 2047 წლამდე დაინიშნა, ახლა ცდილობს, ამავე ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს
„დაახლოებით ერთი თვის წინ გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა უვადო მოსამართლედ ანუ 2047 წლამდე. ახლა კი მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით, რომელიც მისმა კანდიდატობამ გამოიწვა, ცდილობს, გაიკვლიოს გზა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს ამავე ვადით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს. ნაზი ჯანეზაშვილი ასახელებს 5 მიზეზს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. „1. გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს, რომლის ვალდებულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად დასრულფასოვნად შეფასების მიზნით. ეს სტატუსი მას სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. 2. გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომელიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. ცხადია, ეს სხვა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. 3. გიორგი მიქაუტაძე ვალდებულია კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოაწეროს შესაბამის ოქმს, კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას. მის კანდიდატად დარჩენის შემთხვევაში იქმნება ჩიხი, რაც აზიანებს მთლიანდ შერჩევის პროცესს. 4. გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულოდ დადგენილი 3 რეკომენდატორისა განახცადში მიუთითა 2, რის საფუძველზეც მას არ უნდა გადაელახა პირველი ეტაპი. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი კანიდადატის სტატუსით შემდგომ საფეხურზე დარღვევით გადავიდა. 5. გიორგი მიქაუტაძემ 7 ივნისის სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და სხდომის თავმჯდომარედ აირჩია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს. მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს. ამიტომ მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის, და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის მიზნით. ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე, 139 კანდიდატიდან გადადის 50 საუკეთესო შედეგის მქონე. ამის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე სიის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყება კანდიდატების მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - აღნიშნულია ჯანეზაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)