12:50 - 13 Jun, 2026
|
2019-06-20 10:00:47, 1374 ნახვა
სამართალი
შსს-მ „რუსთაველის“ მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „რუსთაველის“ მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი ყვიროდა, რომ „ქართველ კაცს საყურე არ უხდება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)