12:00 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 17:40:28, 1299 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე კალისტრატე ცოცხალია და მისი მდგომარეობა მძიმეა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცოცხალია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული სამედიცინო ცენტრის მმართველ კომპანია "ევექსში" განუცხადეს.

ქუთათელ გაენათელი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. 

რამდენიმე მედია საშუალებამ დღეს მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქუთათელ გაენათელი გარდაიცვალა.

მეუფე კალისტრატე, მძიმე ვითარებაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე ხანია ქუთათელ გაენათელი თავს შეუძლოდ გრძნობდა დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.

მეუფე კალისტრატე ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილი საპატრიარქოს სინოდში ყველაზე უხუცესია. კალისტრატე 1938 წელს თელავის რაიონი, სოფელი ვარდისუბანში დაიბადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics