12:14 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 13:26:13, 1515 ნახვა

კომენტარი
Human Rights Watch-ის წარმომადგენელი - თუ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი გამოიყენებს ძალას, სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს

ორგანიზაცია Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი გოგია ხელისუფლებას მოუწოდებს, "თბილისი პრაიდის" დროს შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება არ დაუშვას. 

გოგია აცხადებს, რომ ძალის გამოყენებაზე მონოპოლია მხოლოდ ხელისუფლებას აქვს და მას ეს უნდა ახსოვდეს. 

"არცერთი ის პირობა, რომელსაც აყენებენ, არ არის დასაშვები და კანონიერი. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ შევუზღუდოთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პრაიდის ორგანიზატორებს. ორივე მხარეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს გამოხატვის თავისუფლება უნდა ჯდებოდეს მშვიდობიან ჩარჩოებში თუ მეორე მხარე გამოიყენებს ძალას, არსებობს რეალური მუქარა ძალის გამოყენების, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს და ადეკვატური ზომები მიიღოს, რომ არ მოხდეს ძალის გამოყენება. სახელმწიფოს დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი ის არის, რომ მას გააჩნია მონოპოლია ძალის გამოყენებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, რომელიც შეეცდება, ძალის გამოყენებას ან შეეცდება სახელმწიფოს ამ ფუნქციაში შეიჭრას, ხელისუფლების მიერ აუცილებლად უნდა იქნას აღკვეთილი", - განაცხადა გიორგი გოგიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics