|
2019-06-17 22:51:28, 1157 ნახვა
პოლიტიკა
ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება
ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება. - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. "იმის გამო, რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცეთ ამ უწყებას და გავაუქმებთ გამოცხადებულ ქუჩების პატრულირებას, რომელიც უნდა დაწყებულიყო ხვალ. ანუ ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ნურავის ნურაფერი შეეშლება, ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ტელეფონზე ერთი ღილაკის დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან", - თქვა მან ვერის ბაღში. ლევან ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ "წყნარ, მშვიდ რეჟიმში" ილოცებენ და ეცდებიან, რომ ამ კვირამ მშვიდად ჩაიაროს. "ყველა ვინც ჩაეწერა სახალხო რაზმებში, გაერთიანდა ერთადერთი მიზნით - ვხედავდით, რომ გარე ძალები, გამოხატული გლობალისტების ორგანიზაციაში, მიერეკებიან ჩვენს ტრადიციულ ქვეყანას დაპირისპირებისკენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხი იქცეს ბრბოდ, შეასკდეს სახელმწიფოს და დაიწყოს ქვეყანაში სისხლისღვრა და დიდი არეულობა. ჩვენ ყველანი, აქ დამსწრენი და ბევრად უფრო მეტნი, ვლოცულობდით და ვფიქრობდით რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არეულობა ავიცილოთ თავიდან. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა რაღაცნაირად ფიანდაზად გავეფინოთ ამ სიტუაციას, გავწიროთ ჩვენი თავი... ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ ამის სანაცვლოდ სწორედ ჩვენ დაგვარქმევენ ექსტრემისტებს, ფაშისტებს, მოძალადეებს, ჩვენ დაგვცინებენ, ჩვენს ოჯახის წევრებს შეურაცხყოფენ და ის სიმწარე, ის უსამართლობა, ის დაცინვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა და მათ შორის მეც გადავიტანეთ და ალბათ კიდევ გადავიტანთ, მარტო ჩვენ ვიცით, მაგრამ არ გვაშინებს", - თქვა ვასაძემ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)