|
2019-06-17 17:28:47, 1459 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: აბიტურიენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირი, რომელსაც ქართულ უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გაუჩნდება, დაფინანსებას მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული უნივერსიტეტების დასახელება მოგვიანებით გახდება ცნობილი. „დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომელიც გულისხმობს, რომ სტუდენტებს ოკუპირებულ ტერიტორიიდან, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, ხელი შევუწყოთ ამაში. ამიტომ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს შემდგომი ეტაპის ნაწილია, მაგრამ მთავრობის დადგენილებით, ყველა ამ პირს მიეცემა დაფინანსება",- განაცხადა ბატიაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)