|
2019-06-17 16:15:12, 826 ნახვა
საზოგადოება
ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მარსელის კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო
ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო" საფრანგეთში, მარსელში გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo" - ფესტივალის პარტნიორთა მიერ დაწესებული მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. ეს პრიზი ტრადიციულად ფრანგულ ან უცხოურ ფილმს გადაეცემა, რომელიც ღვინისა და ვაზის მემკვიდრეობის კულტურულ და მეცნიერულ მიდგომას ან მეთოდს წარმოაჩენს. მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე „Oenovideo", ყოველწლიურად მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში" იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო" მოხვდა. რიგით 26-ე ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+"-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინო-რეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის" პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class" - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი. ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო" იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ფილმში ასევე ასახულია 2017 წელს ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გამართული ექსპოზიცია - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" . ფილმს საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების 4-წლიანი სამეცნიერო მუშაობა. ასოციაციის „ქართული ღვინო" ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ სამეცნიერო პროექტს 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მულტიდისციპლინურ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართულები არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის" მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს"- ის ბაზაზე.
(NS)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)