|
2019-06-17 13:23:16, 865 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს
„თიბისი“ შვეიცარულ ფონდ responsibility Investments AG-ს მიერ ოპერირებულ გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF ) ერთად თანამშრომლობის ახალ სტადიაზე გადადის. ივნისსში თიბისიმ GCPF-ის აქციონერთა კრებას უმასპინძლა, რომელსაც ფონდის დირექტორატი და საინვესტიციო კომიტეტი ესწრებოდა. „თიბისი ბანკი“, როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური ბანკი საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში GCPF- თან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება. „გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდი (Global Climate Partnership Fund - GCPF) აფინანსებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება კლიმატის ცვლილების შემცირებას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. GCPF ინვესტირებას უმეტესად ახორციელებეს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს“,- აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე. გასული პერიოდის განმავლობაში თიბისის მიერ დაფინანსდა და ფინანსირდება 20 ახალი მასშტაბური ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 230 მეგავატი. ამ პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო თიბისის ფინანსური რესურსით თანამონაწილეობა კი 220 მილიონ დოლარამდე. გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის ბიზნესს აქტივობებეზე და ტექნიკურ დახმარებაზე პასუხისმგებელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარული აქტივების მართვის კომპანია responsAbility Investments AG.მას ინვესტიცია აქვს განხორციელებული 90-მდე ქვეყანაში და მართავს 3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივებს. „თიბისი ბანკი“ ResponsAbility-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)