|
2019-06-16 22:38:31, 1610 ნახვა
პოლიტიკა
ძალადობრივი და ნეოფაშისტური ჯგუფის ლიდერი ლევან ვასაძე კომბლების რევოლუციით იმუქრება
ძალადობრივი და ნეოფაშისტური ჯგუფის ერთერთი ორგანიზატორი ლევან ვასაძე წინააღმდეგობის შემთხვევაში პოლიციას "კომბლების რევოლუციით" ემუქრება. "აქ არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები, მთელ მსოფლიოში მათ ვერავინ ვერ აჩერებთ, როცა უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა. თუ ეცდებიან რაიმე სახის აქციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, და იმედია ეყოფათ ჭკუა რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ მე, მესროლეთ ის პირველი ტყვია. მინდა გავაფრთხილო პოლიციელები, არაფერი შეგეშალოთ, კორდონების გარღვევუსას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. არ მოვალთ იქ იარაღით, მოვალთ შიშველი იარაღით, ამ ქამრებით, ამის გარდა ჩვენ გვექნება კომბლები. ბევრს ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც უნდა მქონდეს ამ დროს? კომბლე გამახსენდა, კომბლე ჯიგარია, იმიტომ, რომ არაფერი არ უნდა, არც პოლიტიკაში ჩარევა, არც დიდება, არც ფული, სხვენში უდევს ის კომბალი რა, მაგრამ როცა მგელი უმანკო კრავს დაესხმევა თავს, ის ჩამოიღებს კომბალს, გააფრთხობინებს მგელს სულს და გამოაშვებინებს იმ კრავს, ამიტომ თუ ისინი შეგვდგებიან, ჩვენ თავს არ გაგალახინებინებთ, ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ამითაც გძლევთ, ამით მოვალ" - განაცხადა ლევან ვასაძემ. news.on.ge- ს ფოტო
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)