|
2019-06-15 14:55:20, 1741 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, რომ რომელიმე ჯგუფის მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია
საქართველოს სახალხო დამცველი 14 ივნისს ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს ეხმაურება. "კერძოდ, ადგილი ჰქონდა: ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას; ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ; სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)