|
2019-06-14 13:44:27, 849 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელი მხარს უჭერს კონფერენციას, რადგან საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე, სასტუმროების მშენებლობის დასაფინანსებლად განხორციელდა 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით. ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მეოთხე კონფერენციაზე სფეროს წამყვანი პროფესიონალები, ბაზრის მიმწოდებლები და საველე ექსპერტები, წარადგენენ თემატურ პრეზენტაციებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, არსებულ სტატისტიკაზე. 4 სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები; პასუხისმგებელიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა; საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება. ამასთან, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ორგანიზატორები აუდიტორიას გააცნობენ პროექტში მიმდინარე სიახლეებს, ჟიურის ახალ შემადგენლობას და ახალ ნომინაციებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. ასევე, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალური პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია არის უნიკალური პლატფორმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედია. ღონისძიება არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაზიარებისთვის. „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com
(R)
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)