|
2019-06-14 13:45:04, 2023 ნახვა
კომენტარი
ზურაბ აბაშიძე: ანაკლიის პორტის თემა კარასინთან არ განხილულა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა. „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საერთოდ, ეს თემა ჩვენს შეხვედრებზე არც დღეს არ განხილულა, არც წინა შეხვედრებზე, საერთოდ, ამაზე არ გვისაუბრია. საერთოდ, რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით”, - განაცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში. რაც შეეხება კარასინის კომენტარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აბაშიძე აღნიშნავს, რომ მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია. „რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს ნატო-სთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანი. როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება რაღაც განცხადებები მუქარის ტონით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ასეთი ტონით მეზობელ ქვეყანას არ უნდა ელაპარაკებოდე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)