|
2019-06-14 13:34:31, 1928 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: რასაც კარასინი ეწინააღმდეგება, სწორედ ის არის კარგი საქართველოსთვის
„როდესაც ვინმე რუსეთის ფედერაციიდან, რაიმეს წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რასაც ეწინააღმდეგებიან, ის არის კარგი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელ განცხადებას. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ხელის შეშლას იმიტომ ცდილობს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობა სურს. „რა თქმა უნდა, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს. ნატოს წინააღმდეგნი არიან არა იმიტომ, რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, არამედ იმიტომ, რომ ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ის მთავრობა, რომელიც ამ გზაზე თანმიმდევრულად და გააზრებულად იმოქმედებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი არ მოსწონს:"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)