|
2019-06-13 16:53:08, 1000 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლებს კიდევ ამატებს
„საქართველოს რკინიგზა“ 15; 16 და 17 ივნისს თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს. ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად იქნა შეძენილი. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ. მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|
||||||||||||||||||||


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)