|
2019-06-13 14:59:51, 1346 ნახვა
კომენტარი
ბექაური: ევროპელი ექსპერტების დასკვნით, სიძულვილის ენის საკითხი უნდა რეგულირდებოდეს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაური მოუწოდებს პარლამენტს დააჩქაროს კომისიის მიერ საკანონმდებლო უწყებაში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით აქვს ქვეყანას ნაკისრი და რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე დღეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებზეა აგებული. ეუთოს რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ყურადღება სწორედ სიძულვილის ენას ეხება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სიძულვილის ენა, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ომის პროპაგანდა, არაწინასაარჩევნო პერიოდშიც პრობლემაა და სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ევროკომისიის დახმარებით კომისიამ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც შარშან დეკემბერში შეიტანა პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივის სახით, თუმცა ის ამ დრომდე არ განხილულა. „სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ბევრი საკითხი განიხილება, მათ შორის ჩვენი, მედიის საკითხი საარჩევნო კონტექსტში, თუმცა გამოსაყოფია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს ეხება სიძულვილის ენას, რომელიც არ არის მხოლოდ საარჩევნო პერიოდის საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი ასევე არასაარჩევნო პერიოდშიც. დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. სიძულვილის ენის საკითხი ჩვენი კანონმდებლობით არ რეგულირდება და მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირებაშია მისი გასაჩივრება შესაძლებელი. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არასაარჩევნო კონტექსტის გარეთაც, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ კანონში არსებული ხარვეზი გავასწოროთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევრო დირექტივასთან“,- განაცხადა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კახა ბექაურმა. კომისიამ კანონპროექტზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად ორი წელი იმუშავა, EBRD-ისა და ევროკომისიის ექსპერტების დასკვნით, ქართული კანონმდებლობა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან და საჭიროებს ცვლილებას. „ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში. ასევე, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმი, იმისთვის, რომ მედია სივრცეში აღმოფხვრილ იქნას სიძულვილის ენით საუბარი. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით ჯერ კიდევ 6 თვის წინ, 2018 წლის დეკემბერში. პრობლემაა, რომ ამ დრომდე ის არ განხილულა და არ გადარქმნილა ინიციატივად. შემდეგი პრობლემაა არის ის, რომ ჩვენ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს 2019 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, სავარაუდოდ ვეღარ ესწრება ცვლილებების მიღება და ჩვენ ამ ვადას დავარღვევთ“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. მისივე განცხადებით, კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში კომისიის ინიციატივით არ მომხდარა, ის ევროკომისიისა და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაცია იყო და სწორდ ამიტომაა მისი განხილვა და მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. „იმისთვის რომ ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია სავალდებულოა. ევროპაში სიძულვილის ენა რეგულირდება, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რომ მოქალაქე იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სიძულვილის ენას თვითრეგულირებაში დავტოვებთ, ევროპელები ამას დარღვევად ჩაგვითვლიან რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემაა“- აცხადებს კახა ბექაური.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)