|
2019-06-13 10:54:20, 849 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს
„თიბისი“ აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს", -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია - თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ.
(R)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)