|
2019-06-12 21:27:47, 5635 ნახვა
პოლიტიკა
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-საქართველოსსტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულისხდომა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აშშ-ისსახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე, ფილიპ რიკერი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თანა-თავმჯდომარეები აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის როლი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში. მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები, შეაჯამეს გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც განაპირობებენ, როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით ორმხრივად სარგებლიანი პროექტების განხორცილებას.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)