|
2019-06-12 13:00:57, 1090 ნახვა
საზოგადოება
„მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას“ - მაჩალიკაშვილები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შემქნის ინიციატივით უკვე რამდენჯერმე მიმართა, თუმცა კომისიის შექმნაზე უარი ეთქვა. „პარლამენტში უმრავლესობის წევრები იძახიან, რომ არ არის საჭირო. უმრავლესობა იმასაც იძახის, რომ თემირლანი დამნაშავე იყო. ეს ხელისუფლება მთლიანობაში ერთ ჯამში იხარშება, პროკურორიც, მოსამართლეც, ივანიშვილიც და პარლამენტის უმრავლესობაც და დანარჩენი ხელისუფლებაც. ამათ ეს უნდათ თუ არა, მე შევაგროვებ ამ ხელმოწერებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც კი თემირლანის სისხლში ურევია ხელი, უნდა დაიბარონ დაკითხვაზე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მისი შვილის უდანაშაულობის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობს. "მგონია, რომ საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნება, მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ამ ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი და კავშირში ამ ტერორისტულ აქტთან. ეს მინდა, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზაშვილიც დააკავა, რომებიც ჩასაფრების მსხვერპლები გახდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)