|
2019-06-12 12:52:44, 700 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის შედგენასა და პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდა
ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკისთვის უნდა შეიქმნას სრულყოფილი პროექტი ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს პარკის ისტორიული იერსახე. „ვაცხადებთ კონკურსს ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. კონკურსი ცხადდება იმისთვის, რომ მომზადდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შემდეგ პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. იცით, რომ ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ჩვენ უხეშ ჩარევებს ვერ განვახორციელებთ, თუმცა არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირებული სივრცე კი მიმზიდველი უნდა იყოს ყველა თაობის ადამიანისთვის. პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. რეაბილიტირებული პარკით თითოეული ჩვენგანი იამაყებს. რაც შეეხება გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას, ის 613 600 ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. კერძოდ, დედაქალაქის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოაცხადა. კახა კალაძის თქმით, წლების განმავლობაში მიტოვებული კასკადის აღდგენა, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანია ვაკის პარკში არსებული კასკადი. ვაკის პარკი კასკადის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია, თუმცა დღეს ეს კასკადი რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით. კონკურსის მოთხოვნებით უნდა გამოიცვალოს კასკადის დაზიანებული ქვის საფარი, აღდგეს კიბეები და მის გასწვრივ მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. ასევე, უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემა. კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, ასევე, საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე. კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბო უნდა ჩანაცვლდეს სრულიად ახალი თანამედროვე სადგურით. პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)