11:30 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 16:19:44, 1308 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი: სოსო რობაქიძემ პრეტენზიები სასამართლოში, პროკურატურასა და ხელისუფლებასთან დააფიქსიროს

„ამ ადამიანს თუ რამე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებას, რომელმაც მას კრიმინალი უწოდა.

ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის ტრაგიკულობის გამო, მძაფრ განცხადებებს არ გააკეთებს.

 „ამ ადამიანს თუ რამე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ ან თუ რაიმე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად უნდა მომნახოს და როგორ. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და, შესაბამისად, ოჯახი ძალიან დაზარალებულია და სიტყვებს სწორად ვარჩევ, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics