|
2019-06-10 18:38:04, 1892 ნახვა
სამართალი
შსს-მ მეორე ტურის დროს ანა ბარამიძის მიმართ ძალადობისა და თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს, პარლამენტის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართის 2 საქმეზე მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მე-2 ტურის მიმდინარეობის პროცესში, გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება მყისიერად მოახდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის 2 საქმეზე: 1. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით; 2. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით; აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, ფაქტის შესწავლით, არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)