01:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 11:48:05, 990 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ

„პირველ ტურში, ჩვენი კანდიდატი  ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, 31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა , რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

„დღეს, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში  არჩევნების მეორე ტური ტარდება. მეორე ტური თავისთავად დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და არჩევნების მაღალ სტანდარტს ცხადყოფს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დამკვიდრდა.

პირველ ტურში, ჩვენი კანდიდატი  ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. საკმაოდ მაღალი აქტივობისთვის მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს. 10 საათის მდგომარეობით  31 %-ით მაღალია აქტივობის  მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ.

31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა , რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩვეულნი  ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით რის ნიშანიც არის ეს.  ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის , არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან.

რა თქმა უნდა, ოპონენტებს მოვუწოდებთ , რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას.დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics