|
2019-06-08 15:32:47, 2570 ნახვა
კომენტარი
ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას ხელი შეუწყონ
ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მიმართავს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების დამოუკიდებლად განოხორციელებას. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებსაც მიმართა და აქტიურობისკენ მოუწოდა. „საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. შეგახსენებთ, ხვალ, 9 ივნისს, მთაწმინდის (N1) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურის 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც სულ 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)