|
2019-06-08 12:02:11, 1207 ნახვა
პოლიტიკა
ნატალია ლი: საქართველომ, როგორც ეკონომიკური წინსვლის, ისე დემოკრატიის დამკვიდრების კუთხით წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია
საქართველო საუცხოო ქვეყანაა, რომელმაც წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია როგორც ეკონომიკური წინსვლის, ისე რეგიონში და, შეიძლება მსოფლიოშიც კი, ერთ-ერთი ყველაზე ღია დემოკრატიის დამკვიდრების კუთხით, - ამის შესახებ Holland America Group-ის ფინანსურმა დირექტორმა ნატალია ლიმსიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოში ტურიზმის სექტორი დინამიურად ვითარდება და Holland America Group-ი საკუთარი საქმიანობის საქართველოში გაფართოებასაც განიხილავს. "ჩვენი კომპანია თვლის, რომ მოგზაურობას და სატრანსპორტო კავშირებს აქვს ძალა, შეცვალოს წარმოდგენები და შეხედულებები, დაამკვიდროს ახალი აზროვნება, დანერგოს კაცობრიობის ერთობის შეგრძნება და ხელი შეუწყოს პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღვივებას. დღევანდელი დღე არის ამის ბრწყინვალე მაგალითი, რადგან პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ შექმნა ღია დიალოგის შესანიშნავი ატმოსფერო და უპასუხა ძალიან ბევრ კითხვას. მერწმუნეთ, აუდიტორიის უდიდესმა ნაწილმა, რომელთაც აქამდე საერთოდ ან ძალიან ცოტა სმენიათ საქართველოს შესახებ, ახლა პრიორიტეტების სიის თავში მოაქცია თქვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრმა ცხადყო, რომ საქართველოში უკვე არსებობს ძალიან განვითარებული ტურიზმის სექტორი და არსებობს ქვეყნის მხრიდან ტურიზმის მხარდაჭერის ბევრი შესაძლებლობა, რომელთაგან ზოგიერთი დღევანდელ ღონისძიებაზე უკვე განვიხილეთ. ტურიზმი შეიძლება იყოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კომპანია უდავოდ დაინტერესებულია პარტნიორობით ასეთ ქვეყანასთან, რათა გავაფართოოთ ჩვენი არეალი. ჩვენი გემები შედიან 400 პორტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან ვაფასებ ამ დიალოგში მონაწილეობას, რომელიც გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას კონტაქტების გასააქტიურებლად. დღეს პრემიერ-მინისტრმა წარმატებით უზრუნველყო ჩართულობა ეკონომიკისა და ბიზნესის ლიდერებთან", - განაცხადა ნატალი ლიმ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა. მამუკა ბახტაძემ საბჭოს წევრების კითხვებსაც უპასუხა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი ჟაკლინ მილერი.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)