|
2015-01-23 11:32:14, 2356 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს
საქართველოს სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სახალხო დამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოებმა, უახლოესი კვირის განმავლობაში კონკრეტული შედეგი უნდა დადონ. „ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს ამ საზარელი მკვლელობის გამოძიების საკითხს. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. საგამოძიებო ორგანოებმა კონკრეტული შედეგი უნდა დადონ, უახლოესი კვირეების განმავლობაში, რადგან აქ საუბარი კონკრეტულ ოჯახზე და ერთ ადამიანზე არ არის, აქ საუბარია ზოგადად ქვეყანაზე და სახელმწიფოებრიობაზე. ეს რეალურად არის საზარელი დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა გარკვეულწილად ამ საქმის გამოძიებაზეა დამოკიდებული. გაიზრდება ეს ნდობა თუ პირიქით, უფრო უნდობლობა გაიზრდება, რეალურად არის ამ საქმეზე დამოკიდებული“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)