|
2019-06-06 13:50:45, 1495 ნახვა
სამართალი
ბიზნესომბუდსმენი მთავრობას მიმართავს, კონსულტაციებამდე „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის არსებული მოცემულობა შენარჩუნდეს
„ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან“, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის №162 ბრძანებას კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის" გაუქმების შესახებ. ღნიშნული ცვლილების მიხედვით „ოქროს სიის" მონაწილე კომპანიებს კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების გადახდა აქამდე მოქმედი 30-დღიანი ვადის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს). „იმპორტის გადასახდელების გადახდის 30 დღიანი ვადით ე.წ ოქროს სიის მონაწილე 217 კომპანია სარგებლობდა და ჩვენთვისაც და აღნიშნული კომპანიებისთვისაც 3 ივნისს ამოქმედებული ახალი წესი სრულიად მოულოდნელი იყო. აღნიშნულის შესახებ არცერთ ბიზნეს ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია. ბრძანებას ხელი მოეწერა 31 მაისს, მაცნეში გამოქვეყნდა 3 ივნისს, ინფორმაცია გავრცელდა 5 ივნისს და 217 კომპანია დადგა ფაქტის წინაშე, რომ არარეალურად მოკლე ვადაში შეცვალოს ფინანსური მოდელი, რაც შეუძლებელია“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. მისივე თქმით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღწევა. „მსგავსი უცაბედი და ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების პირობებში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს არ აქვთ სტაბილური განვითარების და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალება, რაც აზიანებს მოქმედ კომპანიებს“, - ამბობს ბიზნესომბუდსმენი. ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან და მანამდე, „ოქროს სიის" მონაწილე სუბიექტებზე მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)