02:35 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 11:38:18, 1946 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორი პირი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

2019 წლის 04 ივნისს,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N086040619001 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

 საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 04 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აქტიური ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი) ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.
 
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს  ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics