10:40 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 12:58:35, 1803 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: თადუმაძეს ვერავინ უსაყვედურებს, რომ წარსულში უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის  მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილის გამოხატვას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, თადუმაძე პოლიტიკურად ნეიტრალური გენპროკურორია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მის მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლოა.

"ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლე იყოს, ეს მე მედიიდან შევიტყვე. არ დაგიმალავთ, რომ მისი ამ ინტერესის შესახებ გამიხარდა კიდეც, მაგრამ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რადგან წინ მას უწევს კონკურსი. რაც შეეხება გენპროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, ვფიქრობ, რომ ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება, იმიტომ რომ ის  ახლადდანიშნული გენპროკურორია, მას სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული მიზნები აქვს მისაღწევი, და ვფიქრობ რომ ის ამ ფუნქციას დღესაც შესანიშნავად ასრულებს.

მე ვფიქრობ, რომ ბატონი შალვა შესანიშნავი, პოლიტიკურად ნეიტრალური გენპროკურორია, მან ეს საქმეში აჩვენა. ვფიქრობ, პარტიული ნეიტრალიტეტის კუთხით მასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლები იქნება, თუმცა კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს.

 მას ალბათ ვერავინ უსაყვედურებს იმას, რომ წარსულში რაიმე ტიპის უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ხშირად, სწორედ ეს იყო კრიტიკა არასამთავრობო სექტორიდან და ეს კრიტიკა ბატონ შალვასთან მიმართებაში უსაფუძვლოა",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიას, კომენტარი არ გააკეთა.

"მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სია იუსტიციის მინისტრის შესაფასებელია. ამ შეფასებისგან მევალება თავი შევიკავო და ამ უფლებით ვისარგებლებ",- განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics