|
2019-06-03 16:58:05, 1430 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარედ ჩემს დანიშვნაზე მსჯელობა არ მიდის, კობახიძე მშვენივრად ასრულებს მოვალეობებს
„კითხვა ინტრიგნულია, ამ საკითხის განხილვა არ მიდის“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე. ვოლსკი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს. „თვითონ კითხვა არის, ძველ საბჭოთა გამონათქვამს გავიხსენებდი, ინტრიგნული. გამორიცხულია, ამ თემაზე, ამ საკითხის განხილვა არ მიდის. ის თავმჯდომარე, რომელიც არის, მშვენივრად ასრულებს თავის მოვალეობას. მთავარი თემა არის ის, თუ რა მესიჯს ვაძლევთ საზოგადოებას. მმართველი გუნდი მონოლითური და თავის არჩევანში დამოუკიდებელია, თუ მართლაც, როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. არ არის ასე. აქ არის ძალიან ტრანსპარანტული, მე ვიტყოდი, ხანდახან ზედმეტადაც დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება. ყველა ადამიანს, მათ შორის შალვა თადუმაძესაც აქვს თავისი პირადი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი", - განაცხადა ვოლსკიმ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)