|
2019-06-03 14:27:01, 1139 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ დასვკნა დადო
„ევროპული საქართველოს წევრი“, ხორავას ქუჩის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო საამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით , დადასტურდა პრაქტიკულად საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული დასკვნა, კერძოდ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე. სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის დასკვნა არის ისევ რეველანტური და იდენტიფიცირებულია გარემოებები და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება. „მოვისმინეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დადასტურდა პრაქტიკულად ის რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის რომ მკვლელი დავით სარალიძის არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ამ სასამართლომაც კი ,რომელიც სრულიად კონტროლდება ხელისუფლების მიერ არ გაიზიარა ის აბსურდული, კატასტროფული, მე ვიტყოდი არგუმენტები, რომელიც გააჩნდა პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა სააპელაციო დონეზე საჩივრის დროს. როგორც ჩანს მოერიდა სასამართლო იმ რისხვას რაც შეიძლება მოყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას , რომ პრაქტიკულად პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს შემდეგს , კომისიის დასკვნა არის ისევ რეველანტური, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული გარემოებები, არის ისევ რეველანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შემთხვევა,როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განძრახ მკვლეობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დათო სარალიძეს, არის თავისუფლებაზე და ეს ყველამ იცის. ამის შესახებ არის დასკვნები დადებული საპარლამენტო კომისიის მიერ და ეს დაადასტურა მეორე ინსტანციამ სასამართლოსი“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)