|
2019-05-31 17:09:36, 1537 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკიმ სხდომის პროცედურასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტს „ხეპრული გამოხტომა“ უწოდა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ვიზიტისას ოპოზიციის მიერ დროის სიმცირესთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს „ხეპრული გამოხტომა“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტარებს პრემიერთან უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა ივნისში მიეცემათ. „რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო, ის რაც ვთქვი - მცდელობა იყო სხდომათა დარბაზის შაპიტოდ გადაქცევის, მაგრამ ვფიქრობ,საკმაო საინტერესო პასუხებიც მივიღეთ. გარდა ამისა, ივნისში პრემიერ-მინისტრთან უფრო ფართო მსჯელობის შესაძლებლობა იქნება. ამ ხეპრულ გამოხდომებს და სიტყვებს, მე ნამდვილად პასუხს ვერ გავცემ,, ჩემს გამოსვლაში მე ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, პარლამენტი პლენარული სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომის პროცედურა და გამომსვლელთა გრაფიკი გააკრიტიკეს.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)