|
2019-05-31 14:48:55, 944 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე ოპოზიციას: ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე“, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი
აქ არაერთხელ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა; ორკესტრირებულიშეტევა იყო 2012 წელს "ქართუზე", როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს. მთავრობი მეთაურმა აღნიშნა, რომ "თიბისი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ოპოზიციას მოუწოდა, თავი დაანებონ თავიანთ პოლიტიკურ ნარატივში ამ საკითხის დაყენებას. "აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერანდენედ მოვდივარ პარლაამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს "ქართუზე", როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე - მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, "თიბისისთან" დაკავშირებით, ამ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)