|
2019-05-31 12:49:58, 1002 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე პრემიერს: საოკუპაციო რეჟიმის რამდენი წევრი შეიყვანეთ ბოლო 1 წელიწადში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?!
რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“?! - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. „2018 წლის ივნისში მივიღეთ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. 2019 წლის ივნისი იწყება ხვალ. თქვენი ციტატაა, რომ ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება. ასევე თქვენი ციტატაა, რომ არამარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს. თქვენ ასევე ამბობდით, რომ მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც. მინდა კონკრეტული პასუხი კითხვაზე და არა ლირიკა: რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში ამ სიაში?! კონკრეტულად, სახელები, გვარები და რამდენი. თუ არ შეგიყვანიათ, რატომ? იმიტომ, რომ არ ასრულებს მთავრობა ჯეროვნად თავის მოვალეობას, თუ იმიტომ, რომ არ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შესაყვანი არიან ამ სიაში“, - მიმართა სერგი კაპანაძემ პრემიერს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)