|
2019-05-30 15:22:28, 969 ნახვა
პოლიტიკა
„ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი - დაუჯერებელია, რომ ფოთის პორტის ნებართვის შესახებ 28 დღე მთავრობაში არ იცოდნენ
„ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის მანძილზე მთავრობიდან არავინ ამის შესახებ არ იცოდა“, - ასე გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენრალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას. როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პროექტის შეფერხება კონკრეტული ძალებს ინტერესებშია. „ფაქტი, რომ გაიცა ნებართვა 2 მაისს და ამდენი ხნის მანძილზე იყო დაფარული, ეს ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არსებობენ ძალები როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაში, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან და იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პროექტს. ანაკლია არის ჩვენი მომავლის პროექტი, ჩვენი განვითარების, რეალიზების პროექტი და ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. ეს არ არის მარტო პორტი. ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, დერეფნის კუთხით და არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მოკავშირე ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)