|
2019-05-30 13:18:28, 968 ნახვა
პოლიტიკა
შოთა გულბანი: „თიბისი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია „ეიპიემ ტერმინალს“ გაუწიოს
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ქვეყანაში პორტების მშენებლობისთვის კონკურენტული გარემო სამართლიანია. ექსპერტი საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მოგებიანობასა და მის ეკონომიკურ მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ „თიბისი ჯგუფს“ საქართველოში პორტების მშენებლობაზე ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს. „ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაცემულა. ეს ეკონომიკის სამინისტროშიც დაადასტურეს. ეს იყო წინასწარი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც არ გულისხმობდა იქ ფოთს პორტის მშენებლობას. რაც შეეხება „თიბისი ჯგუფს“, გაუგებარია რატომ აქტიურობს ასე ძალიან და რატომ უნდათ, რომ ექსკლუზიური უფლება ჰქონდეთ საქართველოში პორტების მშენებლობაზე. თუ მაგრები არიან, კონკურენცია გაუწიონ „ეიპიემ ტერმინალს“ და კონკურენტული გარემოს პირობებში მოიპოვონ დაფინანსება. რეალურად კითხვის ნიშნები დგას, საერთოდ, რამდენად მოგებიანია ანაკლიის პროექტი. მაშინ როცა დაფინანსება ვერ მოიძიეს და კრედიტორები ვერ ნახეს, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვენ კომერციულ ნაწილში რისკების დაზღვევას. ეს არის პროექტი, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან და ახალ უნდათ, რომ სხვა პორტების მშენებლობა შეაფერხონ? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კონკურენტული ვითარება. ნებისმიერ პორტს, რომელიც დაფინანსებას მოიპოვებს, აქვს მშენებლობის უფლება და სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს კონკურენტული გარემოს ფუნქციები. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ეს არ ყოფილა ნებართვა, ეს იყო წინასწარი დოკუმენტი. ნებართვას საკმაოდ დიდი სამუშაოები სჭირდება“, - განაცხადა შოთა გულბანმა.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)