|
2019-05-30 11:02:10, 1056 ნახვა
კომენტარი
კაკულია ფოთში ახალი პორტის მშენებლობაზე - ეს არ ნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული აღარ არის
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრიორიტეტები არ შეცვლია. კაკულია აღნიშნავს, რომ ფოთში ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. "არ ვთვლი მე, რომ ეს ეჭვების გაჩენის საფუძველს იძლევა. ფოთის შემთხვევაში განვითარება უნდა მოხდეს იქ იმ ინფრასტრუქტურის, რაზეც საუბარია. ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად დააზუსტოს პერსპექტივები ანაკლიის პორტის. პასუხი იმაზე ნიშნავს თუ არა ეს რაღაცა პრიორიტეტების ცვლილებას, ჩემი პასუხი არის რომ არ ნიშნავს“, - აცხადებს რომან კაკულია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის პროექტის პარალელურად, ფოთში ახალი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა. გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)