|
2019-05-29 15:42:58, 1111 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: ივანიშვილს, სააკაშვილის თუნდაც პატიმრის სტატუსით დაბრუნების ძალიან ეშინია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პატიმრის სტატუსით დაბრუნების ეშინია. დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებით კანონიერება აღდგა. "მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით - ოლიგარქები, როგორც საქართველოში, ისევე უკრაინაში, ერთი და იგივე, უკანონო მეთოდებით ებრძვიან ამ პოლიტიკოსს. ზელენსკის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლი იყო. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ კანონიერება აღდგა. კანონიერება აღდგება აუცილებლად საქართველოშიც, სწორედ ამის ეშინიათ იმ ხალხს, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმს იცავს და სწორედ ამიტომ აკეთებენ იმ კომენტარებს, რასაც აკეთებენ. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პოროშენკოს სააკაშვილის უკრაინიდან გამოძევების სურვილი ჰქონდა, სწორედ მაშინ, ივანიშვილს ძალიან შეეშინდა სააკაშვილის დაბრუნების საქართველოში, თუნდაც პატიმრის სტატუსით. ძალიან კარგად ესმის ივანიშვილს თუ რას ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის თუნდაც პატიმრის სტატუსით დაბრუნება",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)