|
2019-05-29 15:40:07, 1061 ნახვა
კომენტარი
ბოკერია სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე: მთავრობამ, უმჯობესია, ფანტომების დევნას თავი დაანებოს
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ფაქტს დადებითად აფასებს. ს სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დეპუტატი აცხადებს, რომ უმჯობესია "ქართულმა ოცნებამ" ფანტომების დევნას თავი დაანებოს. "მე და "ევროპული საქართველო", ზოგადად უკრაინის პოლიტიკაზე განცხადებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდით. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ჩვენ ვუჭერთ უკრაინას მხარს რუსული აგრესიის წინაათმდეგ. თუმცა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გამონაკლისი შემთხვევა იყო, რადგან აშკარა უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ამიტომ, კარგია, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ეს პრობლემა აღმოიფხვრა და მოქალაქეობა დაუბრუნეს. რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს: მე ვურჩევდი ივანიშვილის გუნდს, რომ სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, სანამ წააგებენ არჩევნებს,რაც აუცილებლად მოხდება, რაღაც პერიოდი მაინც გონს მოეგონ და იმ საქმის კეთება დაიწყონ, რისთვისაც ხალხმა აირჩია და არა პოლიტიკური ოპონენტების და მათი ფანტომების დევნა, რაც საზიანოა ქვეყნისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)